რეგისტრაცია


პროექტში - "CERTUS" მონაწილეობის პირობები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) პროექტში "CERTUS" მონაწილეობის მიღების მიზნით გავეცანი ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსებულ პროექტში მონაწილეობის პირობებს, რეგისტრაციისა და პროექტთან დაკავშირებულ წესებს და თანახმა ვარ მათ შესაბამისად მივიღო მონაწილეობა პროექტში.

არავის გადასცეთ სისტემაში შესვლისათვის (ავტორიზაციისთვის) საჭირო ინფორმაცია (პირადი ნომერი და პაროლი)!

გამოვხატავ თანხმობას, ცენტრმა დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი) და გამოიყენონს ისინი ცენტრის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობის თაობაზე ჩემი ინფორმირების მიზნით (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის).

პროექტში "CERTUS" მონაწილეობის მიზნით თანახმა ვარ:

  1. გავიარო რეგისტრაცია ცენტრის მიერ დადგენილი და ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული პირობების/წესების შესაბამისად.
  2. გავიარო ტესტირება ცენტრის მიერ დადგენილი და ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული პროექტის პირობების/წესების შესაბამისად.
  3. ჩემი შედეგები განთავსებული იქნას მხოლოდ ჩემ პროფილზე და ცენტრმა არ უზრუნველყოს შედეგების თაობაზე ჩემი ინფორმირება რაიმე სხვა ფორმით.

ინფორმირებული ვარ, რომ:

  1. იმ შემთხვევაში, თუ ვარ არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის პირი), ტესტირებაზე უნდა გამოვცხადდე ერთ-ერთ მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან (მინდობილობის მქონე პირთან) ერთად.
  2. ჩემი პროფილის გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან, შემიძლია ავირჩიო ერთი ან რამდენიმე ტესტი/გამოცდა, რომლის გავლაც მსურს. გამოცდის/ტესტის არჩევა შემიძლია შესაბამისი ტესტირების წინა დღის 17:00 საათამდე. ტესტირების წინა დღის 17:00 საათამდე ასევე შემიძლია გავაუქმო არჩეული ტესტი/გამოცდა და ამ შემთხვევაში, გაუქმებულ ტესტირებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული თანხა, დამიბრუნდება (აისახება ჩემ პროფილზე, როგორც გამოუყენებელი/გაუხარჯავი თანხა.
  3. პროექტით გათვალისწინებულ ტესტირებაში/გამოცდაში მონაწილეობისთვის დადგენილია კონკრეტული საფასურები, რომელთა გადახდა უნდა მოხდეს კონკრეტული ტესტირების/გამოცდის არჩევამდე.
  4. თუ კალენდარული წლის 10 დეკემბრის ჩათვლით წერილობით არ მოვითხოვ ჩემს სასარგებლოდ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი გაუხარჯავი თანხის (ჩემს პროფილზე ასახული თანხის) სრულად დაბრუნებას ან ამავე ვადაში არ გავხარჯავ აღნიშნულ თანხას (არ ავირჩევ ტესტს/გამოცდას) ჩემს ანგარიშზე/პროფილზე არსებული გაუხარჯავი თანხა განულდება (ვერ შევძლებს ამ თანხის გამოყენებას ტესტის/გამოცდის არჩევის მიზნებისთვის) და აისახება ცენტრის შემოსავლებში.
  5. ჩემზე გაცემული სერტიფიკატის/ცნობის ნამდვილობის გადამოწმება - გაცემული სერტიფიკატის/ცნობის ნახვა და მისი ამობეჭდვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ შესაძლებელია სერტიფიკატის ნომრის გამოყენებით.
  6. ცენტრი სერტიფიკატების/ცნობების ბეჭდვას უზრუნველყოფს შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში და დაბეჭდილ სერტიფიკატს/ცნობას გადმომცემს მხოლოდ ცენტრში გამოცხადების შემთხვევაში.
  7. სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სრული ტესტის ჩაბარების ან ტესტის ყველა (ოთხივე ნაწილის) ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში. ტესტის კონკრეტული ნაწილების ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შემადგენელი ყველა ნაწილი ჩაბარებული იქნა 1 წლის განმავლობაში.
  8. თუ მონაწილეობა მივიღე ტესტის კონკრეტული ნაწილის გამოცდაში, ამავე ნაწილის გავლის უფლება მაქვს მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში ტესტირების ბოლო გავლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ხოლო თუ მონაწილეობა მივიღე ტესტის კონკრეტული ნაწილის გამოცდაში, ამავე ტესტის სრულად ჩაბარების უფლება მაქვს მხოლოდ ტესტის ნებისმიერ ნაწილში ტესტირების ბოლო გავლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
  9. ტესტირებაზე გამოყენებული ტესტი ან/და მისი კონკრეტული დავალება კონფიდენციალურია, არ გამოქვეყნდება და დაუშვებელია ნებისმიერი პირისთვის (მათ შორის ჩემთვის) მისი (ნაშრომის/მისი ასლის ან გამოცდაზე გამოყენებული დავალებების ტექსტის) გადაცემა/გამჟღავნება, მათ შორის ტესტის/მისი კონკრეტული დავალების გასაჩივრების შემთხვევაშიც.
  10. ტესტირების ჩატარების მიზნით მომზადებულ/განსაზღვრულ შენობებში/ტესტირებისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე ტესტირებაში მონაწილე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის/საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისათვის, ტესტირების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება აუდიო-ვიდეოთვალთვალის სისტემა. აუდიო-ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით განხორციელდება გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე პირდაპირი დაკვირვება და ვიდეოჩანაწერების (მათ შორის აუდიოჩანაწერების) გაკეთება/შენახვა. ჩანაწერების შენახვა მოხდება ტესტირების შედეგების გამოცხადებისთვის დადგენილი ბოლო ვადიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც მოხდება ჩანაწერების განადგურება. შესაბამისად გამოვხატავ თანხმობას, ცენტრმა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას/განხორციელების მიზნით დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები.

გაეცანით CERTUS პროექტის შესახებ ინფორმაციას დეტალურად.

გისურვებთ წარმატებას!


საწყის გვერდზე დაბრუნება